შესაძლოა, დისტრიბუციის მანქანებმა მხოლოდ განსაზღვრულ საათებში იარონ.
ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, დისტრიბუციის მხოლოდ ღამის საათებში დაშვება აღარ განიხილება, რადგან ეს ბიზნესსექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს და შესაძლოა, დღის განმავლობაში, კონკრეტული საათები განისაზღვროს, რომლის დროსაც სადისტრიბუციო მანქანები იმოძრავებენ.
„დედაქალაქში არის, დაახლოებით, 5 000 ისეთი ობიექტი, რომელსაც ემსახურება დისტრიბუცია. აქედან ალბათ უმრავლესობა წარმოადგენს ისეთ მცირე ბიზნესს, რომლებსაც მოუწევდათ დამატებითი ხარჯის გაწევა, რათა ღამის საათებში შეძლებოდათ პროდუქციის მიღება. ეს ამ ბიზნესებისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა. ეს პოზიცია გავიზიარეთ, ამიტომ ამ მიმართულებით მოლაპარაკება დასრულდა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ შეზღუდვის სხვა საათები ისე, რომ არც მცირე ბიზნესს შეექმნას პრობლემა, არც დისტრიბუციას და ქალაქში გადაადგილებისთვისაც კომფორტული იყოს“, - თქვა ვიქტორ წილოსანმა.
საქმე ის არის, რომ ე.წ. საცობების გამო, რომელიც ქალაქშია შექმნილი ჯერ კიდევ გასულ წელს არსებობდა ინიციატივა, რომ სადისტრიბუციო მანქანებს მხოლოდ ღამის საათებში ევლოთ. დღეისთვის ეს საკითხი არ რეგულირდება და არის შემთხვევები, როცა ვიწრო ქუჩებზე სწორედ სადისტრიბუციო მანქანების გამო იქმნება "საცობები".
"ჩვენ ვსაუბრობთ საცობების მოწესრიგებაზე, ეს კომპლექსური პრობლემაა, მაგრამ ის კომპონენტი რაც ნარჩენების გატანას, ყვითელი ავტობუსების მოძრაობას, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობას ეხება - უნდა იყოს დარეგულირებული. ამას მოჰყვება სხვა ღონისძიებებიც. ჩემი თხოვნაა სწრაფად მოხდეს სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა“, - აცხადებდა კალაძე 2017 წელს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება