07.ივნისი .2020 18:31

შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება - რესტორნებს გახსნა, ვალუტის ჯიხურების გახსნა და სხვა

შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება - რესტორნებს გახსნა, ვალუტის ჯიხურების გახსნა და სხვა
views 4321
უკან

8 ივნისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების დროს მიღებული შეზღუდვების ნაწილის მოხსნა არის დაგეგმილი. ცვლილება შეეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ასევე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, ასევე საქალაქოთაშორისო სამგზავრო გადაყვანებსა და სასტუმროებს. 

შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება:

  • რესტორნებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების დაცვით, შეეძლებათ გააგრძელონ მუშაობა. საუბარია რესტორნების დახურული სივრცეების გახსნაზე;
  • უქმდება შეზღუდვა, რომლითაც ქვეყანაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა აიკრძალა;
  • 8 ივნისიდან ქვეყანაში აღდგება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანები, თუმცა, ჯერჯერობით, ეს არ ეხება მატარებლებს. ამ შემთხვევაშიც, სავალდებულო იქნება მთავრობის მიერ განსაზღვრული ნორმების დაცვა;
  • როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 27 მაისს განაცხადა, 8 ივნისიდან ქვეყანაში გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება წარმატებით გაიარეს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა