მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვების მოხსნა ამ კვირიდანვე დაიწყება - ირაკლი ღარიბაშვილი

60337b9d5c76d
ინგა მურუსიძე
22.02.21 13:40
4577
საქართველოს პრემიერ-მინისტობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ღონისძიებებზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს და საკითხების 80% გადაწყდება.

მან შესაბამისი განცხადება პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც დეპუტატ ნინო წილოსანის კითხვებს უპასუხა.

„ამ კვირაში ჩვენ გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც უკვე გამოვაცხადებთ პირველი შემსუბუქების ღონისძიებებს და საკითხების 80% გადაწყვეტილი იქნება. ეს შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგების და ჯანდაცვის მინისტრთან კოორდინაციით“, - განაცხადა ღარიბაშილმა.

ცნობისთვის: stopcov.ge-ის ინფორმაციით,  21 თებერვლის მდგომარეობით, ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.6% იყო, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.6%.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები