პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, მოსალოდნელია, თუ არა პოლიტიკაში მისი დაბრუნების შემდეგ, გახდეს მთავრობის მეთაურიც.
„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები. პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება“,- განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მისი დაბრუნების შემდეგ პარტიაში ან მთავრობაში ცვლილებები, ივანიშვილი ამბობს, რომ „ასეთი რამ არ იგეგმება“.