მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ფრენების 2 ახალი მიმართულება - Service Air ახალი ტენდერის მოლოდინშია

63ee364a2ff4e
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.23 23:00
2842
შიდა ფრენების შემსრულებელი კომპანია „სერვის ეარი“ ახალი ტენდერის მოლოდინშია.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობა შიდა ფრენების სტიმულირების პროგრამას 2023 წელსაც აგრძელებს. მგზავრთა საჰაერო გადაყვანისთვის ბიუჯეტიდან თანხებს ავიაკომპანია AK-Air Georgia იღებს, რადგან აღნიშნულმა კომპანიამ 2018 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ახალი ტენდერის გამოცხადებას სახელმწიფო კომპანია წლის პირველ ნახევარში გეგმავს და შიდა ფრენების სუბსიდირებას 8 მლნ ლარით დააფინანსებს.

„სერვის ეარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იგორ აფციაურმა ახალ ტენდერსა და ახალ შიდა მიმართულებებზე „საქმის კურსში“ ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ტენდერით შიდა ფრენებს 2 ახალი ავიამიმართულება დაემატება. 

„ველით ახალი ტენდერის გამოცხადებას, რადგან მოქმედ ტენდერს აპრილის ბოლოს იწურება. ინტენსიურად და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აეროპორტების გაერთიანებასთან. შეხვედრებზე განვიხილავთ თანამშრომლობის პირობების გაუმჯობესებას. დიდი ალბათობის 2-3 მიმართულება აპრილიდან დაემატება - ბათუმი-თელავი და ბათუმი-ქუთაისი. არ არის გამორიცხული სხვა მიმართულებაც დაემატოს“, - განაცხადა აფციაურმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის რეგულარული ფრენები სრულდება ნატახტრიდან ამბროლაურის, მესტიის და ბათუმის მიმართულებით, ხოლო რიგ შემთხვევაში ქუთაისი-მესტიის მიმართულებითაც. ამბროლაურის მიმართულებით უფრო მოთხოვნა ადგილობრივების მხრიდანაა, მესტიაში უფრო ტურისტები დაფრინავენ და ბათუმში ორივე სეგმენტი. ამასთან, იგორ აფციაურის ინფორმაციით, ბოლო დროს ბათუმის მიმართულებით ბიზნეს სექტორის მომართვიანობა გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები