“მზესუმზირას” ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 10 000 ლარით დააჯარიმეს - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ დღეს გაავრცელა.
BM.GE აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში დაჯარიმებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობას და მათი საქმიანობის სფეროს არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ რიგი ობიექტები დაჯარიმებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.
„ეკონომიკის გახსნის პარალელურად, სხვადასხვა ბიზნესის ეტაპობრივი ამუშავებისთვის, სექტორთან ინტენსიური კომუნიკაციით, ეპიდემიოლოგების აქტიური ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე ბიზნესის გახსნისა და მდგრადი ოპერირებისთვის. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, სხვა მაკონტროლებელი უწყებების ჩართულობით განახორციელა სხვადასხვა ობიექტების ინსპექტირება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. იმ ობიექტების მიმართ, სადაც გამოვლენილი იყო ისეთი შეუსაბამობები, რომლებიც იყო განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ახალი კოროვანირუსის გავრცელების თვალსაზრისით, შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ.
ობიექტების უმეტესობამ სრულად გაიზიარა გამოვლენილი დარღვევების სერიოზულობა და დაიწყო ხარვეზების აღმოფხვრა, თუმცა, გამოიკვეთა რიგი ობიექტები, რომლებმაც ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინათ დარღვევების აღმოფხვრა, მიზანმიმართულად გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაჯარიმდნენ და მათ ობიექტზე დარღვევას სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ობიექტის გულგრილი დამოკიდებულება ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, იძულებული ვართ, საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ობიექტებზე ინსპექტირების დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ“, - აცხადებენ სამინისტროში.
უწყებაში იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც მოხდა ბიზნეს სუბიექტების დაჯარიმება და მათ გაფრთხილებას აძლევენ.
„აღნიშნული ობიექტების გადამოწმების ფარგლებში გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, კერძოდ: - ობიექტზე არ კონტროლდებოდა შესაბამისი დისტანცის დაცვა; - მომხმარებლები არ იყვნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი რაოდენობის სადეზინფექციო საშუალებებით; - ობიექტი სარგებლობდა ბარის მომსახურებით, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მომხმარებლის თავშეყრა ხდებოდა; - ტერიტორიაზე განთავსებული არ იყო ჰიგიენური ნარჩენებისთვის გამოყოფილი თავდახურული კონტეინერები; -ობიექტების ხელმძღვანელობამ ვერ წარადგინა დეზინფექციის ჩატარების პროცედურები; - დასაქმებულები სრულად არ იყვნენ აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; - არ დადასტურდა დასაქმებულ პირთათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება; - სველ წერტილებში და საერთო მოხმარების სივრცეებში არ ტარდებოდა პერიოდული სადეზინფექციო სამუშაოები; - ობიექტებმა ვერ წარადგინეს დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პირთა შესაბამისი ეკიპირება და ა.შ.
ყოველივე ზემოაღნიშნული დარღვევა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადასტურებულია შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ ბიზნესსუბიექტს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რათა შევძლოთ ბიზნესის გახსნის პროცესის მდგრადად და თანმიმდევრულად გაგრძელება”, - განუმარტეს BM.GE-ის ჯანდაცვის სამინისტროში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება