მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციამ 110 კლინიკა შეამოწმა...გამოვლინდა დარღვევები ანაზღაურების საკითხში - მინისტრი

614db6df72f39
ინგა მურუსიძე
24.09.21 15:39
626
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ-კლინიკების შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა. როგორც მინისტრმა განმარტა, შრომის ინსპექცია კლინიკებში სწორედ სამინისტროს დავალებით შევიდა.

„ეს იყო სამინისტროს დაინტერესება და ჩვენი დავალება, რომ დეტალურად შესწავლილიყო ის ხარვეზები, რაც ჩვენამდე მოვიდა პერსონალის მხრიდან. ამ ეტაპზე გამოკვლეულია 110 კლინიკა, რომელიც ჩართულია კოვიდის მართვაში. დღეს დაიწყება სხვა კლინიკების შესწავლაც.

დღეს შრომის ინსპექცია შევიდა რუსთავის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში, სადაც ასევე გამოვლონდა დარღვევები ანაზღაურებასთან მიმართებით. სრული სურათი ჯერ არ გვაქვს, თუმცა დარღვევები ნამდვილად სახეზეა. შრომის ინსპექცია გააკეთებს შეჯერებულ დასკვნას კლინიკებთან კომუნიკაციის შემდეგ და ამის შემდეგ გასაჯაროვდება დასკვნა“, - განაცხადა ტიკარაძემ.