მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექცია "რეტროში" თანამშრომლების უფლებების დარღვევის ფაქტებს იკვლევს

647db1ad43ff0
თინათინ ნატმელაძე
05.06.23 13:56
3952
ბათუმის ერთ-ერთი რესტრონის "რეტროს" მფლობელი, თანამშრომელზე ძალადობის გამო დააკავეს. რესტორანი დილიდან არ გახსნილა, იქ შრომის ინსპექცია იმყოფება და კვლევა მიმდინარეობს.

როგორც BM.GE-ის შრომის ინსპექციაში განუცხადეს, ჯერჯერობით დასკვნა არ გამოტანილა, თუმცა ამ ეტაპზე ყველა თანამშრომლის უფლებების დარღვევის შესახებ მოკვლევა მიმდინარეობს.

"შრომის ინსპექცია შესულია თბილისის ფილიალშიც, ვიკვლევთ როგორც მომხდარ ფაქტს, ასევე სხვა თანამშრომლების უფლებების დარღვევის ფაქტებსაც. ჯერჯერობით კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან დასკვნა გამოტანილი არ არის, თუმცა კვლევის დასრულების შემდეგ, უკვე საბოლოო განცხადების გაკეთებასაც შევძლებთ", - აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

შეგახსენებთ, გუშინ, რესტორან "რეტროს" ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ რესტორნის მეპატრონე ერთ-ერთ მიმტანს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები