მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლობები რეგიონებშიც გაიხსნება

5e2c44e7863d2
BM.GE
25.01.20 19:30
1252
მიმდინარე წელს შრომის ინსპექციის მანდატი კიდევ გაიზრდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, წელს 40-დან 100-მდე გაზრდილი ინსპექტორების რაოდენობის გარდა, რეგიონებში წარმომადგენლობებიც გაიხსნება.

ფერაძე იმედოვნებს, რომ დეპარტამენტის გაძლიერება შრომის პირობების შედეგებზე დადებითად აისახება.

„საგაზაფხულო სესიაზე ინიცირებული იქნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ, რომელიც კიდევ ზრდის შრომის ინსპექციის მანდატს და აყალიბებს მას როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეს მოგვცემს საშულებას, წარმოდგენილები ვიყოთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში შეიქმნას წარომადგენლებები, რომელიც მეტად ეფექტურს გახდის საზედამხედველო სამსახურს და ის მაჩვენებლები, რომელიც გვაქვს და 35%-იან კლებას გულისხმობს, უფრო გაიზრდება.

ჩენი დაფინასება წელს გაორმაგებულია. თუკი 2019 წელს 1,5 მლნ გვქონდა, წელს უკვე 3, 210 მლნ-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ ინსპექტორების რაოდენობა გაიზარდა და რეგიონალური წარმომადგენლობები შეიქმნება“, - განაცხადა “საქმიანი დილის” ეთერში ფერაძემ.