მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში შეიძლება გადაიდოს

60f4058284a01
BM.GE
18.07.21 14:39
640
შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში შეიძლება გადაიდოს. მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური ტრიბუნასთან დადგა და გამოსვლა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო სამძიმრით დაიწყო, მას სიტყვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაწყვეტინეს – ტრიბუნასთან მივიდნენ, პლაკატებით, რომლებზეც გარდაცვლილი ოპერატორი და პრემიერი ღარიბაშვილის გადაყენების მოთხოვნა იყო დატანილი.

პარლამენტში გომელაურის გამოსვლა ამ დრომდე არ გაგრძელებულა და შესვენებაა გამოცხადებული. პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თქვა, რომ მმართველი გუნდი სხდომის განახლებას და შს მინისტრის მოსმენას იმ შემთხვევაში აპირებს, თუკი შეწყდება პოლიტიკური აქტივობა, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჟურნალისტების აივნიდან კვლავ გადმოფენილია ბანერი წარწერით: „დასაჯეთ მოძალადეები“, „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

გომელაურმა პარლამენტში მისვლა და 5 ივლისის მოვლენებზე საუბარი თავად ითხოვა. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმედეგეებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, რის შედეგადაც 50–ზე მეტი მედიის წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. მისი დაღუპვის მიზეზებს ექსპერტიზა სწავლობს.