მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს - მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

6156acedebf82
ინგა მურუსიძე
01.10.21 10:39
2091
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ამის შესახებ bm.ge-ს სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს.

გომელაურის უწყებაში საკითხზე მეტ კითხვას არ პასუხობენ.

თავის მხრივ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ უკვე საქართველოშია. მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელიც ღამით არის გადაღებული. სააკაშვილის თქმით, ის უკვე ბათუმშია და მოგვიანებით თბილისშიც ჩამოვა. 

ხვალ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.