მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის პორტში, აქციაზე ცხრა პირი დააკავეს - შსს

64c7520760551
BM.GE
31.07.23 10:13
248
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავეს. ინფორმაცია bm.ge-ის უწყებაში დაუდასტურეს.

"სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა 9 პირი.

აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს", - აცხადებენ შსს-ში.

ინფორმაციისთვის, სოჭიდან ბათუმის პორტში შემოსულ საკრუიზო ლაინერს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიცია. 

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. მოქალაქეებმა საკრუიზო გემის ჩამოსვლა მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პორტი პროტესტის ფონზე დატოვა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE სანქცირებული არ არის. კერძოდ, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები