ბათუმში, მშენებარე ცათამბჯენში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ BM.GE-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ცეცხლი მშენებარე შენობის ლიფტის შახტში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე „თაუერ ჯგუფის“ მშენებარე ცათამბჯენში ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გაავრცელა. მათი ცნობით, შენობა „ბათუმი ცენტრალის“ გვერდით მდებარეობს და „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, გიორგი ჭყონია კომპანიას ეკუთვნის.
























