მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესცენტრ "დელისში" ხანძარი ლიკვიდირებულია - დაშავებულები არ არიან

ბიზნესცენტრი დელისი

ბიზნესცენტრ "დელისში" ხანძარი ლიკვიდირებულია და შენობა ყველამ უვნებლად დატოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ხანძარს 25 სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა და 150-მდე მაშველი აქრობდა.

"ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე მაშველი. მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ. არავინ დაშავებულა. ამ ეტაპისთვის შენობის დამატებითი გადამოწმება მიმდინარეობს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

ის ვერ აკონკრეტებს რომელ სართულზე გაჩნდა ხანძარი, თუმცა აღნიშნავს, რომ კერა დაბალ სართულებზე იყო. თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ ცეცხლი შახტით გავრცელდა.

ბიზნესცენტრ "დელისში" ხანძარი დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა, რის გამოც ტელეკომპანია "ფორმულას" მაუწყებლობა შეწყდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები