ტექნიკური ხარვეზის გამო, „112“-ში ზარების მიღება შეფერხებით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შექმნილი ვითარების გამო მოქალაქეებს ალტერნატიული საკონტაქტო ნომრებით სარგებლობა შეუძლიათ.
„თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:
- 591 54 43 75
- 591 94 68 70
- 591 94 68 40
- 591 54 43 84
- 577 01 11 74
- 598 08 77 61
- 599 84 22 06
- 577 01 12 41
ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, — აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.





















