მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს ცენტრ "დელისში" ხანძარია - "ფორმულამ" მაუწყებლობა შეწყვიტა

ხანძარი

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბიზნესცენტ "დელისში" ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულ შენობაშია ტელეკომპანია ფორმულაც, რომელმაც მაუწყებლობა დაკვამლიანების გამო შეწყვიტა.

როგორც BM.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და ხანძარს აქრობენ.

"ფორმულას" ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ გუნდის ნაწილი შენობიდან ვერ გამოდის.

“ფორმულას” შენობაში ხანძარია. ყველა უწყებას გთხოვთ დაგვეხმაროთ! მაუწყებლობა შევწყვიტეთ. ჩვენი გუნდის ნაწილი გამოსვლას ვერ ახერხებს დაკვამლიანების გამო" - წერს ჟიჟილაშვილი.

ჟურნალისტმა ვიდეოც გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ მეხანძრე მაშველები 17-ე სართულზე ავიდნენ და იქ მყოფებს სართულზე დარჩენისკენ მოუწოდეს, რადგან იქ ყოფნა უფრო უსაფრთხოა.

"ფორმულას" ჟურნალისტი ირაკლი კიკნაველიძე კი წერს: "22 ადამიანი ვართ 17-ე სართულზე თავმოყრილი ერთად ნიუსრუმში. მეხანძრეები მოვიდნენ და გვითხრეს რომ ჯერ ვერ გაგვიყვანენ, რადგან ძლიერი კვამლია ქვედა სართულებზე. ველოდებით დამატებით ძალებს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები