მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს: სააღდგომოდ საპატრიარქოსთან კოორდინაციით შევჯერდებით როგორ ჩატარდება ყველაფერი

5e848a7f7c315
ინგა მურუსიძე
01.04.20 16:39
1096
მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ, როგორც შსს, ისე მთლიანად მთავრობა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მონახულების შემდეგ.

"საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით, ახლა აღდგომა მოდის. ჯერ 2 კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით, 2 კვირაში რა იქნება, არავინ არ იცის, ჩვენ კი არა, მსოფლიოში რა იქნება, ეგ არ ვიცით, წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 115 და განკურნების 23 შემთხვევა არის აღრიცხული.