თბილისის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც მუსიკალურად გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა.
„მოგესალმებით მეგობრებო! მივესალმები უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს პატარებს, ამ ულამაზეს გოგო-ბიჭებს, რომელთა სიხარულით სავსე თვალები არის გარანტი იმისა, რომ მომავალი 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების, კიდევ უფრო მეტი სიხარულითა და სიცოცხლით სავსე წელი. დღეიდან ჩვენს ქალაქშიც დაიწყებს ათვლას საახალწლო დღეები და რადგან დღეს მხოლოდ დღესასწაულს დავპირდით მოსახლეობას, რა თქმა უნდა, არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი, ღირსეულად შევხვდეთ ამ დღესასწაულს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია.
ლადო ასათიანის ცნობილი ლექსის არ იყოს, დიახ, „ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს... არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს“, მაშინაც კი როდესაც ვიბრძვით. არასდროს ვტოვებთ იმედს უკეთესი მომავალის, არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე. სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა - ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს. ჩვენც, ტრადიციულად, სწორედ ეს - ყველასთვის სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ 2023 წელს. მოდით, ერთად ჩავიფიქროთ ყველა ეს სურვილი და ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, როგორც სიმბოლო ახალი სიცოცხლის და ბედნიერი მომავლის. კიდევ ერთხელ, წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას, ყველას აბსოლუტურად. პირველ რიგში მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა თქვენს ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე 15-ზე მეტი მუსიკალური ნომრით წარდგნენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები. 23 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანს, ათონელის ქუჩას და 9 აპრილის ბაღს მოიცავს. აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი. „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიური გასართობი ღონისძიებები 13 იანვრამდე გასტანს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება