მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიღარიბისა და უმუშევრობის დასაძლევად მთავრობა ძალიან მასშტაბურ პროექტებს გეგმავს - პრემიერი

6134b52707ac5
BM.GE
05.09.21 16:33
1136
ჩვენ ყველა კარგად ვხვდებით, რომ ჩვენი ძვირფასი ხალხის მთავარი პრობლემა და გამოწევა უმუშევრობა და სიღარიბეა; ჩვენი მთავარი საზრუნავი და საქმე უნდა იყოს, რაც შეიძლება დროულად დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ლენტეხის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამისთვის მთავრობა გეგმავს ძალიან მასშტაბური პროექტების განხორციელებას.

„ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა. ამის თაობაზე ჩვენს მოსახლეობას აქტიურად ვაბარებთ ანგარიშს, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, გზების მოწესრიგება, წყალგაყვანილობა, გაზიფიცირების სამუშაოები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეალურად შთამბეჭდავი და ხელშესახები პროექტების წამოწყება და განხორციელება. ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ხელშესახები ნაბიჯები - პროგრამები - „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“ და უამრავი სხვა პროექტი, რომელიც ჩვენ ერთად განვახორციელეთ. შედეგად, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, დოვლათი და კეთილდღეობა მიუვიდა ჩვენს მოსახლეობას, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის.

ჩვენ ყველა კარგად ვხვდებით, რომ ჩვენი ძვირფასი ხალხის მთავარი პრობლემა და გამოწევა უმუშევრობა და სიღარიბეა. ჩვენი მთავარი საზრუნავი და საქმე უნდა იყოს, რაც შეიძლება დროულად დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. ამისთვის მთავრობა გეგმავს ძალიან მასშტაბური პროექტების განხორციელებას. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ გადავდგით ძალიან ეფექტური ნაბიჯები და ახლა ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს. კიდევ უნდა გავაფართოოთ ის პროგრამები, რომლებიც ჩამოვთვალე. 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება სოფლის მეურნეობის რეალურად ასაღორძინებლად მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ფეხზე დააყენებს სოფელს, რეგიონებს მოაძლიერებს და მოსახლეობას დაასაქმებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.