მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

53% თვლის, რომ ქვეყნაში მთავარი პრობლემა უმუშევრობა და მაღალი ფასებია - IRI

64479ff37cb5a
თინათინ ნატმელაძე
25.04.23 13:49
657
IRI-ის მიერ საქართველოს მოსახლეობაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% თვლის, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკაა. 46%-ს მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოვრების საფასური და მაღალი გადასახადებია, ამას მოყვება სიღარიბე, რომელსაც მოსახლეობის 16% აძლევს ხმას.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მნიშვნელოვან პრობლემად განათლებას მოსახლოების 6% ასახელებს, ხოლო ჯანდაცვას 4%.

ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება მცირე ბიზნესების ხელშეწყობა, რომელსაც ხმას მოსახლეობის 3% აძლევს.

დაახლოებით იგივე მაჩვენებელია რეგიონებშიც - აქაც მოსახლოების ძირითადი ნაწილი, ანუ 38% თვლის, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკაა, 35% კი მაღალ ფასებს ასახელებს.

ასევე, რეგიონებში თვლიან, რომ მათი ქალაქების მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგებაა - 22% ინფრასტრუქტურას აძლევს ხმას, ხოლო 13% - წყალმომარაგებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები