საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ივლისის ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლებისთვის მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მთავარია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რეგიონის ქვეყნებს შორის.
„ჩვენ გვქონდა ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, 7 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7%.
ჩვენთვის მთავარი არის სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც არის, ბუნებრივია, საუკეთესო გზა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.