მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი სურვილია, ეს წელი IMF-ის პროგნოზზე მაღალი ეკონომიკური ზრდით დავხუროთ - კობახიძე

კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეკონომიკის ზრდა წახალისდეს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა წახალისდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სავალუტო ფონდმაც წლიური პროგნოზი გაზარდა 7,2%-მდე და პირველი ხუთი თვის მაჩვენებელი არის ამაზე მაღალი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ წელსაც შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და ხედავთ, რომ ზუსტად ასეთი მაჩვენებელი გვაქვს, სავალუტო ფონდმაც წლიური პროგნოზი გაზარდა 7,2%-მდე და აქამდე პირველი ხუთი თვის მაჩვენებელი არის ამაზე მაღალი. ჩვენი სურვილია, რომ ეს წელი დავხუროთ სავალუტო ფონდის პროგნოზზე მაღალი მაჩვენებლით და ყველაფერი აქეთკენ მიდის. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა, ეს არის მთავარი იმისათვის, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა და გავიმყაროთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი საერთაშორისო პოზიციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები