მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იანვარშიც მაღალი ეკონომიკური აქტივობა გვაქვს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს" - კობახიძე

პრემიერი

"ქართული ოცნების" პრემიერს იანვარში საქართველოში მაღალი ეკონომიკური აქტივობა, ოპტიმიზმის საფუძველს უჩენს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიმდინარე წელს, მათი მიზანია, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკამ 100 მლრდ ლარს გადააჭარბოს.

"შარშანდელი წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მლრდ ლარს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ დაიწყო 28 მლრდ-იანი მაჩვენებლით. მხოლოდ 28 მლრდ-ს ეკონომიკა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და ჩვენ შევძელით გაზრდა 90 მლრდ ლარამდე. მიმდინარე წელს, 100 მლრდ-იან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ, რაც არის აბსოლუტურად შესაძლებელი. ამისთვის, რა თქმა უნდა, უნდა განხორციელდეს კონკრეტული ეკონომიკური პროექტები და უნდა განვაგრძოთ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა. იანვარშიც მაღალი ეკონომიკური აქტივობა გვაქვს, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს", - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები