მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს სიღარიბე ქვეყანაში ერთნიშნა მაჩვენებლამდე შემცირდება

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ერთნიშნა მაჩვენებლამდე შემცირდება, ხოლო 2028 წლისთვის ეს მონაცემი მინიმუმადე დავა.

როგორც მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მმართველი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება სწორედ სიღარიბის განულება იქნება.

2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6%-ს გაუტოლდა.

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა სიღარიბე დაძლია - SJC

„სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა - ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა; ერთი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე - სიღარიბის განულება.

როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა.

უკვე შარშანდელი მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ჩვენი თანამოქალაქეების 11,8%, რაც ნიშნავს იმას, რომ 440 ათასი არის მაჩვენებელი. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე 680 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე. თუმცა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელიც ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. როცა ჩვენი 440 ათასი თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თუმცა უკვე წელს სიღარიბის მაჩვენებლის სერიოზულ კლებას ველოდებით. იმედი გვაქვს, წლის ბოლოს ერთნიშნამდე შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი და ამ ტემპით უნდა გავაგრძელოთ.

როდესაც საუბარია სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, სწორედ ამას მოაქვს სიღარიბის და უმუშევრობის შემცირება, დასაქმება და ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი ტემპები.

მთავარია, ეს ტემპები შევინარჩუნოთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 2030 წლისთვის უკვე შევძლებთ როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მიმართულებით მონაცემების განულებას. ეს არის აბსოლუტურად რეალური. 2028 წლისთვის ეს მონაცემები უკვე მინიმუმამდე დავა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რის ხარჯზე შემცირდა სიღარიბე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები