მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპურის აეროპორტი 27 მაისამდე დაიხურება

609d199669a94
ნათია თაქთაქიშვილი
13.05.21 16:28
1294
სინგაპურის აეროპორტი 27 მაისამდე დაიხურება. გადაწყვეტილება აეროპორტის ხელმძღვანელობამ დაწესებულებაში გაჩენილი კლასტერის გამო მიიღო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ხვალიდან, აეროპორტთან ერთად დაიკეტება მისივე ტერიტორიაზე განთავსებული გასართობი კომპლექსი და სავაჭრო ცენტრი Jewel Shopping Mall-ი.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით მიიღეს, რადგან ყველა ინფიცირებული პირის გამოვლენა ტესტირების საფუძველზე უკვე შეძლეს. კორონავირუსი აეროპორტის 10 თანამშრომელს დაუდასტურდა.

Johns Hopkins University-ის მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის 61,419 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.