მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას - პრეზიდენტი

64c264195d6d9
გიგა ბენია
27.07.23 16:31
464
სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი გმობს და საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას ითხოვს.

"ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული მდებარეობის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას.

რუსეთის უკანონო ქმედება, მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას!", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უკვე გადაწყვეტილია, რომ სოხუმის აეროპორტი რუს ინვესტორს გადაეცემა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 30 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციას, რამაც გზა გაუხსნა რუსულ კომპანიებს (იურიდიულ პირებს) აღადგინონ და შეღავათიანი პირობებით 49 წლის განმავლობაში მართონ სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აეროპორტის აღდგენას პოლიტიკური და ეკონომიკური გარღვევის მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევს, ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა მხოლოდ რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების ცალკეულ პირთა ინტერესებში შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები