მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპურში მომუშავე უცხოელებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

61c9c8727a9de
თათია კაკიაშვილი
27.12.21 20:49
414
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც სინგაპურში მუშაობენ, სწავლობენ ან ცხოვრობენ, Covid-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო ხდება. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიზანი კორონავირუსის ახალ შტამთან გამკლავებაა. სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, სიახლე ძალაში 2022 წლის 1 თებერვლიდან შევა, ხოლო საწყის ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაცია 12 წლამდე ასაკის ბავშვებს და მათ არ შეეხებათ, ვინც აცრას გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე აიცრას, ხოლო აუცრელებს სინგაპურის მასშტაბით ეკრძალებათ საჯარო სივრცეებში, რესტორნებში, ატრაქციონებსა და სავაჭრო ცენტრებში შესვლა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში კი მათ თავად მოუწევთ შესაბამისი ხარჯების დაფარვა.