მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი სისტემების მოწყობა მიმდინარეობს

5dbab082d9e71
BM.GE
31.10.19 13:58
840
წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობას აგრძელებს. ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

"მუჟავაში არსებული წყლის მილი ამორტიზებულია, მოძველებული ქსელის გამო ხშირია წყლის დანაკარგები.

სამუშაოები ითვალისწინებს 3 კმ-მდე მანძილზე არსებული ამორტიზებული ქსელის ახალი მილებით ჩანაცვლებას, შემცირდება წყლის დანაკარგები", – განმარტავენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

პროექტის განხორციელებას 1 078 401 ლარი მოხმარდება. სამუშაოები 2020 წლის თებერვალში დასრულდება.