მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთის პრემიერი: ცუდი ამბები მაქვს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება

5ed8a2ed0ac79
ნათია თაქთაქიშვილი
04.06.20 12:28
1531
ცუდი ამბები მაქვს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სომხეთში უარესდება, - ამის შესახებ Facebook-ლაივში დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმციას სომხური პრესა ავრცელებს.

„ცუდი ამბები მაქვს. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩვენთან უარესდება. გუშინ კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დავაფიქსირეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებები ყველას ჰოსპიტალიზაციას დროულად ვერ ახერხებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვირუსის დაახლოებით 20 ათასი უსიმპტომო გადამტანია, რომელმაც საკუთარი ინფიცირების შესახებ არაფერი იცის. ამის გათვალისწინებით, მან მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა.

4 ივნისის მონაცემებით, სომხეთში COVID-19-ი 11,221 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 3,468 გამოჯანმრთელდა, 176 კი გარდაიცვალა.