მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს საქართველოში არადეკლარირებული ტელეფონები შემოჰქონდათ

62597066ba604
BM.GE
15.04.22 17:17
700
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ნინოწმინდა“, კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის როგორც ფიზიკურად, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 27 130.41 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები გამოვლინდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეების მიმართ სანქციის სახით, საერთო ჯამში, 11 464,09 ლარის ჯარიმა დაფიქსირდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს 11 464,09 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები საქართველოს საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ.