მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი მუშაობს საქართველოს საბაჟოებზე?

შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ახალი ოთხფეხა მცველები შეემატნენ (4 გერმანული ნაგაზის ჯიშის ძაღლი - რენე, ენცო, მია, ჰანსი და 4 ბელგიური ჯიშის ძაღლი - სტელლა, მო, დიჯი, ჰანნა). ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კინოლოგიის სამსახური, რომელიც უწყებაში 2014 წელს ჩამოყალიბდა, შექმნის დღიდან, უცხოელ პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილება გაიზიარონ და მაქსიმალურად ეფექტური კინოლოგ-ოფიცერთა გუნდი შექმნან. მიმდინარე წლის ზაფხულში კინოლოგიის ცენტრი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

"საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ- ოფიცრები და ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ასევე მათი პრეკურსორებისა და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 31 ძაღლი ახორციელებს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი ყოველწლიურად უფრო და უფრო ვითარდება და სამსახურებრივი ძაღლებისთვის ახალი კეთილმოწყობილი სივრცეები შენდება.

საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - „წითელი ხიდი“ და „სადახლო - საავტომობილო“ ძაღლებისთვის განკუთვნილი ვოლიერები და ინფრასტუქტურა, სადაც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები 24-საათიან რეჟიმში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ და საბაჟო საზღვარს იცავენ. სწორედ, მათ უკავშირდებათ არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებებისა და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები