მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Soplidan.ge-ის დამფუძნებელი: გაყიდვები 10-ჯერ გაგვეზარდა

5eef65d53609a
ნუცა ბაზლიძე
22.06.20 09:45
1655
"ჩვენი ასორტიმენტი და ფერმერების რაოდენობა იზრდება, გაყიდვები 10-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ Soplidan.ge-ის დამფუძნებელმა ნათია ნინიკელაშვილმა გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში განაცხადა.

ნათია ნინიკელაშვილი აღნიშნულ ზრდას პანდემიის ფონზე ონლაინ მომსახურების გააქტიურებას უკავშირებს. „Soplidan.ge არის ხიდი, რომლის ერთ მხარესაა ფერმერი, მეორე მხარეს კი - ქალაქის მომხმარებელი“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანიასთან უკვე 400-ზე მეტი ფერმერი თანამშრომლობს და ჰყავთ 6000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი; უშუალოდ მიმდინარე პერიოდში კი, 1000-ზე მეტი ახალი მომხმარებელი დაემატათ.

„მეტ ფერმერს მიეცა საშუალება, გაყიდოს პროდუქტი იმ სიტუაციაშიც კი, როცა ეს ძალიან გართულებული იყო“, - აღნიშნა “Soplidan.ge”-ის დამფუძნებელმა.

მომხმარებელთა ზრდასთან ერთად, კომპანიამ დასაქმებულთა რაოდენობაც 10-და 19-მდე გაზარდა.

გადაცემაში ნათია ნინიკელაშვილი წარმოების ხაზის დამატების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ გეგმავენ, ზამთარში მომხმარებლებს მათ მიერ წარმოებული მურაბები, ჯემები დასაწებლები შესთავაზონ.

„გვსურს, გვქონდეს ჩვენი პროდუქტები, გვაქვს გამოცდილება, რომ რამდენიმე კულტურა თვითონ მოვიყვანოთ“, - დასძინა ნათია ნინიკელაშვილმა.

რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, როგორც Soplidan.ge”-ის დამფუძნებელი ამბობს,
„თიბისის“ ბიზნეს დაჯილდოების ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებამ ვებ გვერდის განახლების საშუალება მისცათ, რომლის რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია. „ვგეგმავთ აპლიკაციის დამატებასაც, რათა მომსახურება უფრო კომფორტული გახდეს“, - აღნიშნა მან.