მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულად აცრილია 12-15 წლის ასაკის 2 473 და 16-17 წლის 10 662 მოზარდი - NCDC

61e6958a47b9c
ინგა მურუსიძე
18.01.22 14:13
438
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად აცრილია 12-15 წლის ასაკის 2 473 და 16-17 წლის 10 662 მოზარდი.

გამოქვეყნებული ინფორმაციით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 636 (2.05%), სრულად აცრილია - 2 473 (1.39%) მოზარდი; 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 253 (15.11%)მ სრულად აცრილია - 10 662 (13.15%).

ინფორმაციისთვის: 16-18 ადამიანების აცრა ქვეყანაში ნებადართულია გასული წლის 21 ივლისიდან და მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით, ხოლო 12-15 წლის ასაკის მოზარდების აცრა, მშობლის ნებართვით, 2021 წლის 9 ნოემბრიდან არის ნებადართული. სპეცალისტები ამბობენ, რომ „ომიკრონის“ შტამის მიმართ სწორედ ახალგაზრდები და ბავშვების კატეგორია არის მეტად მოწყვლადი. ამის გათვალისწინებით, ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

რაც შეეხება სხვა სტატისტიკურ მონაცემებს, 18 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 622 459 აცრა, მათგან მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 310 449 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 45.6%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 195 578 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 41.6%; ბუსტერ დოზით აცრილია 114 480.

NCDC-ს ცნობით, 17 იანვარს ჩატარდა 9 290 აცრა.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთთ ნომერზე, 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge
ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.