მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starlink სერვისი უკრაინაში უკვე აქტიურია. მალე მეტი ტერმინალი იქნება - ილონ მასკი

621abc58db4eb
თელარა გელანტია
27.02.22 03:47
1557
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედეროვმა „ტვიტერზე“ ილონ მასკს თხოვნით მიმართა, რომ უკრაინაში SpaceX-ის ინტერნეტი Starlink გაევრცელებინა.

“სანამ თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზაციას - რუსეთი ცდილობს უკრაინის ოკუპაციას! სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით დაეშვება კოსმოსიდან, რუსული რაკეტები თავს ესხმიან უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობას! გთხოვთ, მიაწოდოთ უკრაინას Starlink-ის სადგურები”, - მიმართა მან მილიარდერს.

მასკმა უკრაინის ტრანსფორმაციის მინისტრს „ტვიტერის“ პლატფორმიდანვე უპასუხა: „Starlink სერვისი უკრაინაში უკვე აქტიურია. მალე მეტი ტერმინალი იქნება“.

Starlink კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ერთ-ერთი ცნობილი პროექტია. როგორც თავად მასკი ამბობს, მისი მიზანი მთელი დედამიწისთვის სწრაფი, მაღალი ხარისხის და თან იაფი ინტერნტეტის უზრუნველყოფაა.