„თბილისში ჩამოსულ სტუდენტებს დახვდათ გაორმაგებული ფასები უძრავ ქონებაზე, ფართების გაზიარებაც კი შეუძლებელი ხდება“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, სტუდენტების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა ზრუნავდეს.
„იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებს მოტივაციას ვაძლევდეთ, მათ ოჯახებს ექმნებათ გაუთავებელი პრობლემა, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ ელემენტარული პირობები განათლების მისაღებად. ხომ შეიძლებოდა უნივერისტეტსაც ჰქონოდა საბინაო ფონდი, და მერე ეს სტუდენტებისთვის მიეცა შეღავათიან ფასად. ხომ შეიძლება სასწავლებლებს პასუხისმგებლობა გააჩნდეთ სტუდენტების წინაშე?
ევროპაში, რომლისკენაც ვისწრაფვით, ეს პროცესი როგორაა ყველამ კარგად ვიცით. იქ უნივერსიტეტებს აქვთ საერთო საცხოვრებლები და თუ არ აქვთ, წინასწარ გრძელვადიანი კონტრაქტებით იღებენ საბინაო ფონდს და მერე სტუდენტებს სთავაზობენ შეღავათიან ფასად, ყველანაირ პირობებს უქმნიან სტუდენტებს.
6 წლის მერე კიდევ იქნება უნივერსიტეტების ავტორიზაცია. დღეს თუ არ ვიფიქრეთ, რომ მათ ავტორიზაციის პირობად ჩადონ, რომ სტუდენტებს საცხოვრებელი შესთავაზონ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმისთვის, რომ საკუთარ შვილებს ელემენტარული განათლება მისცენ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი