12.ივნისი .2021 13:00

სუბსიდირების პროგრამის წყალობით სამშენებლო სექტორს პანდემია პრაქტიკულად არ განუცდია – "თეთრი კვადრატი"

სუბსიდირების პროგრამის წყალობით სამშენებლო სექტორს პანდემია პრაქტიკულად არ განუცდია – "თეთრი კვადრატი"
views 539
უკან

დეველოპერული კომპანია “თეთრი კვადრატის” მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ სექტორი გადაარჩინა. ბიზნესმენის აზრით, სწორედ პროგრამის დამსახურებაა, რომ სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიებს პანდემია პრაქტიკულად არ განუცდია. ამის შესახებ მან გადაცემა Forbes Talks–ში ისაუბრა.

“შევინარჩუნეთ სამუშაო ადგილები და მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდი სამშენებლო სექტორს პრაქტიკულად არ განუცდია. სამუშო ადგილები ნაწილობრივ დავიმატეთ კიდეც და ახალი პროექტები დავიწყეთ, რომელიც ამ პროგრამის გარეშე არ დაიწყებოდა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ეს პროგრამა აუცილებელი იყო, რომ ეკონომიკური დეპრესიის პერიოდში სექტორს რაღაც სტაბილურობა ეგრძნო”,– აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

მისივე თქმით, სამშენებლო სექტორის სტაბილურობამ სხვა მომიჯნავე სექტორებში გადადინების ეფექტი გამოიწვია.

“მიმაჩნია, რომ დეველოპერულ–სამშენებლო სექტორი ერთადერთი სექტორი იყო, რომელმაც პანდემიის პერიოდი სტაბილურად და ზრდით გაიარა...

ამ პროგრამას მე ვუწოდებ არა სუბსიდირების, არამედ სტიმულირების პროგრამას. ამ პროგრამამ ბაზარზე გააჩინა ახალი მომხმარებელი, რომელიც ბინას ვერ შეიძენდა, რადგან შესაბამისი დანაზოგი არ ჰქონდა და დასჭირდებოდა 2–3 წელი, რომ დანაზოგი დაეგროვებინა”,– აცხადებს ბერეკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა სახელმწიფომ შარშან ივლისიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ახალი ბინის შეძენისას სახელმწიფო იპოთეკური სესხის 4%–ს იხდიდა. პროგრამა 2020 წლის ბოლოს დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა