„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ჩვენი პრობლემების სხვებზე გადაბრალებას“, - ასე უპასუხა დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ბურდილაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
„ჩვენი პრობლემების თავი და თავი ვართ ჩვენ. ჯერ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ პრობლემის ამოხსნის გზები და მეთოდები და მერე დავაბრალოთ სხვას.
თუ არ ვცდები, ვებგვერდ jobs.ge-ზე 45 000 ვაკანსია დევს და საქართველოში ხალხი იმაზე წუწუნებს, რომ დაუსაქმებელია“, - თქვა ირაკლი ბურდილაძემ.
რაც შეეხება კითხვას - რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის - „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა ფინანსებზე წვდომა დაასახელა.
ცნობისთვის: „თეთრი კვადრატი“ არის „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს და დეველოპერულ კომპანია „თეთრ კვადრატს“.