მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები აუცილებლად გაიზრდება“ - ირაკლი ბურდილაძე

64356308b0c1d
თელარა გელანტია
11.04.23 23:50
1941
დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის აზრით, საქართველოში უძრავი ქონების გაიაფება ნაკლებად მოსალოდნელია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

- როგორია თქვენი პროგნოზი - უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კიდევ უფრო გაძვირებაა მოსალოდნელი თუ - გაიაფება?

- გამომდინარე იქიდან, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია და ამ მოთხოვნას თავისი მიზეზები აქვს, მომავალში, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები აუცილებლად გაიზრდება. ეს ეკონომიკური ზრდის პირდაპირპროპორციულია - ეკონომიკის ზრდასთან ერთად გაიზრდება უძრავ ოქნებაზე მოთხოვნა. თუ ჩვენ თბილისს შევადარებთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დედაქალაქებს, არაერთი კვლევით, თბილისში ფასები ყველაზე დაბალია. ეს კი, მიუთითებს იმაზე, რომ როგორც კი ეკონომიკური ზრდის ტემპი გადაითარგმნება შინამეურნეობების შემოსავალში, ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასები აუცილებლად გაიზრდება.

- ამდენად, ლარის კურსის გამყარების ტენდენციის, თვიურ ჭრილში სამშენებლო ინდექსის შემცირების და ასევე, ინფლაციის კლებადი ტრენდის მიუხედავად უძრავი ქონების გაიაფება მოსალოდნელი არაა?

- ჩემი აზრით, საქართველოში უძრავი ქონების გაიაფება ნაკლებად მოსალოდნელია, მითუმეტეს, ჯერჯერობით, ფასები საკმაოდ დაბალია, ამიტომაც უძრავი ქონება ძალიან კარგ აქტივს წარმოადგენს ინვესტიციისთვის არა მარტო იმ კუთხით, რომ თქვენ შეგიძლიათ გააქირაოთ და საკმაოდ მაღალი შემოსავალი მიიღოთ, არამედ ფასების ზრდიდან გამომდინარეც, შეგიძლიათ, მომავალში მისი გადაყიდვით სერიოზული მოგება ნახოთ.

ცნობისთვის: Galt&Taggart-ის მიერ აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზით, 2023 წელს უძრავი ქონების ფასები დოლარში 8%-ით გაიზრდება. უძრავი ქონების უფრო მეტად გაძვირებას პროგნოზირების თიბისი კაპიტალი - კერძოდ, მათი მოლოდინია, რომ წლიურ ჭრილში დოლარში გამოსახული გასაყიდი ფასის 21%-ით ზრდაა მოსალოდნელი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები