საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა.
2026 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.5% შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 4.9 %-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, ივლისში რესტორნებში ხინკალი წლიურად 10%-ით გაძვირდა. გასული წლის ივლისთან შედარებით 8%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 10%-ითაა გაზრდილი.
9%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და წლიურმა მატებამ 2% შეადგინა.




























