მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 20 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა - დავითაშვილი

5fd9f4b715984
ინგა მურუსიძე
16.12.20 22:20
547
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 20 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.
 
მან დღეს 2020 წელი შეაჯამა და თქვა, რომ სურსათის უვნებლობის მოთხოვნების და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს განხორციელდა:

o 19,912 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა; სხვადასხვა პარამეტრზე ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა) გამოვლინდა-2,246 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;

o ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA- ს) ფარგლებში განსაზღვრული გეგმის მიხედვით, 2020 წელს განხორციელდა 23 ნორმატიული აქტის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან;

o ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების შეტანა ნებადართულია;

o 2021 წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება შიდა ბაზარზე უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და აგროსასურსათო პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდა.