მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვისმინეთ მადლობა - დავითაშვილი აშშ-ის და EU-ს სანქციების სპეც. წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

649af53655f5d
შოთა ტყეშელაშვილი
27.06.23 18:40
727
“ძალიან პოზიტიური იყო ის შეფასება, რომელიც მივიღეთ სანქციების შესრულების კუთხით საქართველოს მხრიდან დახმარების თვალსაზრისით და მოვისმინეთ მადლობა ამ თანამშრომლობის ნაწილში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეც. წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეგახსენებთ, დღეს საქართველოში დევიდ ო’სალივანის და ჯეიმს ო’ბრაიენის ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ დიპლომატთა დელეგაციის წევრებთან დეტალურად იქნა განხილული, თუ როგორ ეხმარება საქართველო აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მათ მიერ დაწესებული სანქციების შესრულების კუთხით.

ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიითა და ფინანსური სისტემით სარგებლობას სანქციების თავის არიდების მიზნით. მისივე განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და მკაცრად კონტროლირდება ყველა საბაჟო თუ ფინანსური ოპერაცია.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ ეხმარება საქართველო ევროკავშირს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების მხრივ.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს ახალი სანქციების შესრულების კუთხით რისკების პრევენციის მხრივ პარტნიორების დახმარებას და დეტალურად მოხდება ამის განხილვა შესაბამის უწყებებთან,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები