კახეთში, კასკადური ტიპის „სტორი ჰესის“ კასკადის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება, მისი დადგმული სიმძლავრე 47,6 მგვტ, წლიური გამომუშავება კი 208 მლნ. კვტ/სთ იქნება. საინვესტიციო ღირებულება კი 90 მლნ აშშ დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ჰესის ერთ-ერთი აქციონერის, ვაჟა ციგროშვილის განცხადებით, კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 47 მეგავატს შეადგენს.
„სტორი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე იქნება 35 მეგავატი, პლუს 12 მეგავატი „სტორი 2“. შედგება კაშხლისგან — 35 მეტრი, გვირაბი ორკილომეტრ-ნახევარი არის, სადაწნეო მილსადენია 800 მეტრი, წნევა არის სიმაღლეთა სხვაობა 460. აქედან გამომდინარე 35 მეგავატი არის,"- განაცხადა ვაჟა ციგროშვილმა.
სადგური ერთიან ენერგეტიკულ ქსელში წლის ბოლომდე ჩაირთვება. ჰესის ინტეგრირება საქართველოს ელექტროგადამცემ ქსელში 110 კილოვატი ელექტროგადამცემი ხაზით უნდა მოხდეს, რომელიც ჰესის პარალელურად აშენდა.




























