მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სვეტი დეველოპმენტის" დირექტორსა და დამფუძნებელს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

5e63f09c42912
BM.GE
07.03.20 23:04
1777
სამშენებლო კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ დირექტორსა და დამფუძნებელს, რომლებიც თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით იყვნენ დაკავებულები, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა.

 როგორც გენერალური პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებული პირები სასამართლომ თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, მას პროკურატურის ცნობით, საფუძვლად მსჯავრდებულებსა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა შორის მიღწეული შეთანხმება დაედო.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოში შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებლის და დირექტორის გივი ჯიბლაძის და ამავე საზოგადოების დირექტორის თორნიკე ჯანელიძის საქმის განხილვა დასრულდა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებითა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით. გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე გასამართლდნენ ცალკეულ მოქალაქეთა მიერ ბინების შესაძენად გადახდილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დანაშაულისათვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულებსა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა შორის მიღწეული შეთანხმება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „სვეტი დეველოპმენტის“ დირექტორი და დამფუძნებელი 2018 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანი ცალკეულ მოქალაქეთა მიერ ბინების შესაძენად გადახდილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დამნაშავედ ცნო და გივი ჯიბლაძეს 8 წლით, თორნიკე ჯანელიძეს კი, 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

2019 წელს, თბილისის მერიასა და „M2”-ს შორის გაფორმებული მეომრანდუმის თანახმად, „M2” მშენებლობების დასრულების მიზნით „სვეტი დეველოპმენტის“ მიერ შეჩერებულ სამ პროექტს გადაიბარებს.

ipn.ge