„სხვადასხვა დაწესებულებაში „მწვანე პასპორტის“ დაწესების სავალდებულოობა განიხილება“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით, „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების საკითხს შეეხებოდა.
NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფო ბიზნესის მხრიდან ამ მიმართულებით არსებულ ინიციატივებს მიესალმება.
„რაც შეეხება საჯარო თუ სხვა დაწესებულებებში მწვანე პასპორტის სავალდებულოობას, ამაზე საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა მიმდინარეობს. ზოგიერთ ქვეყანაში საჯარო დაწესებულებაში ვერ შეხვალ თუ „მწვანე პასპორტი“ არ გაქვს ანუ უნდა იყო ან ორჯერადად აცრილი ან PCR, ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა გქონდეთ, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდი უნდა გქონდეს გადატანილი.
ზოგიერთ ქვეყანაში სამასპინძლო დაწესებულებებში ვერ შეხვალთ "მწვანე პასპორტის გარეშე" ზოგ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით გადაადგილება იზღუდება... ჩვენც წარდგენილი გვაქვს ასეთი პაკეტი და საკოორდინაციო საბჭოზე ეს განიხილება“, - განმარტა გამყრელიძემ.