მიმდინარე წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი გასული წლების იანვარ-აგვისტოს საექსპორტო მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. ოფიციალური სტატისტიკით 8 თვეში ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე 116.5 ტონა თაფლი გავიდა, რომლის ღირებულებამ 403 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად ექსპორტი 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1329%-ია. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე მხოლოდ 28.2 ათასი დოლარის ღირებულების 3.5 ტონა თაფლი გავიდა.
მიმდინარე წლის 8 თვეში თაფლის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც 305 ათასი დოლარის ღირებულების 93.7 ტონა თაფლი გავიდა. მაშინ, როდესაც გასული წლისა და 2019 წლის მაჩვენებელი ამ კუთხით თითქმის ნულის ტოლი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი მოცულობით ამ პერიოდში თაფლი საფრანგეთსა და ბულგარეთში გავყიდეთ, თუმცა სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ საქართველოდან ნატურალური თაფლი საფრანგეთში უფრო მაღალ ფასად რეალიზდა, ვიდრე ბულგარეთში. რაც შეეხება TOP-10 საექსპორტო ქვეყნას, ჩამონათვალი ასეთია:
1. საფრანგეთი - 197 ათასი დოლარი, 43.8 ტონა;
2. ბულგარეთი - 107.8 ათასი დოლარი, 49.9 ტონა;
3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 18.8 ათასი დოლარი, 3 ტონა;
4. ყაზახეთი - 17.2 ათასი დოლარი, 3.9 ტონა;
5. აშშ - 13.8 ათასი დოლარი, 1.4 ტონა;
6. ჰონ-კონგი - 11.3 ათასი დოლარი, 1,4 ტონა;
7. საუდის არაბეთი - 10 ათასი დოლარი, 1 ტონა;
8. რუსეთი - 7.5 ათასი დოლარი, 10 ტონა;
9. ყატარი - 6.1 ათასი დოლარი, 1 ტონა;
10. იაპონია - 5.9 ათასი დოლარი, 0.20 ტონა.
მცირე მოცულობით თაფლის ექსპორტი განხორციელდა კანადაში, აზერბაიჯანში, სინგაპურსა და გერმანიაში.
რაც შეეხება თაფლის იმპორტს, ექსპორტთან მიმართებით ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის 8 თვეში მცირეა. წელს საქართვლომ 15.6 ათასი დოლარის ღირებულების 10.7 ტონა თაფლი ძირითადად რუსეთიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან შეისყიდა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი