მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაილანდი საერთაშორისო ტურისტებს მომავალი კვირიდან მიიღებს

5ef358c40aa09
ნათია თაქთაქიშვილი
24.06.20 20:20
1257
ტაილანდი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს და საერთაშორისო ტურისტებს მომავალი კვირიდან მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ტაილნადში აღდგება სამედიცინო ტურიზმიც, თუმცა აღნიშნავენ რომ ფრენების ნაწილი სხვადასხვა მიმართულებით ისევ შეჩერებული იქნება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა თავდაპირველად საქმიანი ვიზიტებისთვის იქნება გახსნილი.

საერთაშორისო ვიზიტორებმა, რომლებიც ტაილანდში გამგზავრებას საქმიანი მიზნების გამო დააპირებენ, უნდა წარადგინონ სპეციალური მოწმობა, რომ მათ კორონავირუსი არ აქვთ, ასევე უნდა მისცენ საშუალება სამედიცინო პერსონალს დააკვირდნენ მათ მდგომარეობას ტაილანდში ყოფნის განმავლობაში.

ტურისტებს, ე.წ "სამოგზაურო ბუშტის" ქვეყნებიდან, ტაილანდში ჩასვლის უფელბა 1 აგვისტოდან ექნებათ და ისინი დასვენებას შეზღუდულ სივრცეში შეძლებენ, რომელსაც „ვილა კარანტინი“ ქვია.

ტაილანდში წელს დაახლობით 8 მილიონ ადამიანს ელოდებიან, მაშინ როდესაც გასულ წელს ქვეყანას 39.8 მილიონი ადამიანი სტუმრობდა.

ამჟამად, ტაილანდიში კორონავირუსთ ინფიცირების 3,157 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 58 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 3,026 ადამიანი.