მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაილანდში ბოლო 100 დღეა COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

5f50c19a197f3
ნათია თაქთაქიშვილი
03.09.20 22:00
984
ტაილანდში ბოლო 100 დღეა კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა და იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალშია, რომლებმაც სწორად შეძლეს კორონავირუსის პანდემიის მართვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტაილანდის მთავრობის მიმართ ბიზნესის კრიტიკა იზრდება და ისინი ხელისუფლებას საზღვრების გახსნას სთხოვენ. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობასთან დაკავშირებულმა აკრძალვებმა ქვეყნის ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა.

ტაილანდში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 13 იანვარს გამოვლინდა და თავდაპირველად ქვეყანაში შესვლა ჩინელ ტურისტებს აეკრძალათ. ხოლო მარტის ბოლოდან ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აკრძალა მოგზაურობა. აღსანიშნავია, რომ საზღვრების ჩაკეტვამ დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს.

ამასთან, ტაილანდის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში 12.2 პროცენტით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 1998 წლის შემდეგ.

„ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ გზების პოვნას, რომელიც ტურისტული სექტორის დარეგულირებაში დაგვეხმარება. ტურისტის დაბრუნება და მოგზაურობის აღდგენა ტაილანდის ეკონომიკის გადარჩენის საკვანძო საკითხია“, - განაცხადა დონ ნაკორნთაბიმ, რომელიც ტაილანდის ბანკის ეკონომიკური და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსია.