მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაილანდში უცხოელ ტურისტებს კარანტინის გავლა იახტაზე მოუწევთ

60478467e7905
ნათია თაქთაქიშვილი
09.03.21 20:40
787
ტაილანდის სტუმრებს სავალდებულო 2-კვირიანი კარანტინის გავლა იახტაზე მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ტაილანდის მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ინიციატივა ტურიმზის შემოსავლებს მინიმუმ 58 მილიონი აშშ დოლარით გაზრდის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ტურისტებს დაახლოებით 100-მდე იახტა მოემსახურებათ.

გამოცემა წერს, რომ ტაილანდის მთავრობის აღნიშნული ინიციატივა ტურიზმის აღდგენას ემსახურება, რომელიც კორონავირუსის პადემიის გამო უკიდურესად დაზარალდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ მსგავსი ინიციატივა ტურისტებს იანვარშიც შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ტაილანდში ჩასული ტურისტები საკარანტინე პერიოდის გავლას გოლფის კორტებზე შეძლებდნენ.

ტაილანადში ტურისტების რაოდენობა რეკორდულად შემცირდა პანდემიის ფონზე, თუ პანდემიამდე ქვეყანა დღეში 40,000-50,000 ტურისტს მასპინძლობდა, დღეს მათი რიცხვი მხოლოდ რამდენიმე ასეულს შეადგენს.

შეგახსენებთ, ტაილანდის საზღვრები ტურისტებისთვის გასული წლის მარტიდან დაკეტილია, თუმცა გარკვეული პერიოდულობით კონკრეტული რეგულაციების დაცვით იხსნება.