თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ bm.ge-ს დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.
თბილისის მერის თქმით, მძიმე მდგომარეობაში არსებული გზის მონაკვეთი დღეისათვის ყველა სტანდარტის დაცვით სრულად რეაბილიტირებულია და მასზე უსაფრთხო გადაადგილებაა შესაძლებელი.
„პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და რამდენიმე წუთში უკვე შესაძლებელი იქნება გზის ამ მონაკვეთით სარგებლობა. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა ბურჯები და კოჭები. კვლევამ აჩვენა, რომ ეს კონკრეტული მონაკვეთი იყო მძიმე, შეიძლება ითქვას, სახიფათო მდგომარეობაში. შარშან ერთი პატარა მონაკვეთის რეაბილიტაცია ჩავატარეთ, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე. დღეისათვის კი სამუშაოები მთლიანად დასრულებულია თავისი გამწვანებით. მოეწყო თარგები, ელექტროგადამცემი კაბელები მიწის ქვეშ განთავსდა, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები თავისი ლედ სანათებით და კლდის მხატვრული მინათებით. 2 მილიონზე მეტი დაჯდა პროექტის განხორციელება. სამუშაოების წარმოება გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს. დღეიდან გადაადგილება უპრობლემოდ არის შესაძლებელი ისე, რომ მძღოლებს არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პანდუსის რეაბილიტაცია ითვალისწინებდა კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია "კონსტრაქშენ სერვისი" აწარმოებდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის