მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ დაუშვილი: ქართველობას ინვესტორების შემოსვლით არ დავკარგავთ

5ffc3a0adc1a5
ლიკა გურაბანიძე
17.01.21 10:33
1895

ქართველობას ინვესტორების შემოსვლით არ დავკარგავთ,– ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში კომპანია "დიოს" აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით, წარმატებული და განვითარეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს, რას ნიშნავს, დემოკრატია და რა ღირებულებებზეა საუბარი. ბიზნესმენი ამბობს, რომ ღია ეკონომიკა და მიმღებლობა სწორედ დემოკრატიის ნაწილია.

“რა შეიძლება ჰქონდეს ჩვენ ქვეყანას მიზანი? რატომ უნდა შემოვიდეს აქ ინვესტორი? ამ ეტაპზე საქართველო სხვა ქვეყნებისგან რით გამოირჩევა? როდესაც ქვეყნის დემოკრატიაზე ვსაუბრობთ საინტერესოა ამ დემოკრატიაში რა იგულისხმება და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ?

რა არის დემოკრატია ჩემთვის? პირველი ასო დამოუკიდებლობასთან ასოცირდება, ჩვენ აუცილებლად დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ, მეორე ასო ეროვნული იდენტობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველობას ინვესტორების შემოსვლით არ დავკარგავთ და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ღირსეული ერი ვიყოთ.

შემდეგი ასობგერების განმარტებაა, მცირე და ეფექტური მთავრობა, ოპოზიცია, რომელიც გვაძლიერებს შემდგომ მოდის კანონის უზენაესობა, შემდგომ რაციონალური გადასახადები, ადამიანის უფლებები ინვესტორების უფლებები დაცული უნდა იყოს, ჩვენ საზოგადოებაში ტოლერანტობა უნდა იყოს, ხოლო ბოლო სიტყვა - ინკლუზიური საბაზრო ეკონომიკა აქტიური მოქალაქე და მედია” - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.